logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ჰარმონიზაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციას დაუჭირა მხარი
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ჰარმონიზაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციას დაუჭირა მხარი
17:40 12.06.2018
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია უძღვებოდა, საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისთვის წარმოდგენილი „საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ჰარმონიზაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციაგანიხილა.

საკითხი გამოიტანა და კომიტეტის წევრებს კონვენციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა.

როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, სარატიფიკაციო დოკუმენტი წარმოდგენილია შესწორებული რედაქციით და ცნობილია ე.წ. კიოტოს კონვენციის სახელწოდებით, რომელიც 2006 წლის 3 თებერვალს შევიდა ძალაში.

„ეს კონვენცია ერთგვარად აწესებს საერთაშორისო სტანდარტებს საბაჟო რეგულაციებთან მიმართებაში, თუ როგორ უნდა განხორციელდეს საბაჟო პროცედურები. აღნიშნულ დოკუმენტს მიერთებულია 112 სახელმწიფო და შესაბამისად, მისი რატიფიცირების შემდეგ, ჩვენ გავხდებით 113-ე ქვეყანა, რომელიც აღიარებს ზოგად პრინციპებს, ზოგად ჩარჩოს საბაჟო პროცედურებისა და ამ დოკუმენტზეა დაფუძნებული საბაჟო კანონმდებლობა ამ ქვეყნებში“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ კონვენციასთან მიერთებით, მნიშვნელოვან განაცხადს გააკეთებს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საბაჟო პროცედურები სრულად შესაბამისობაში იქნება, უკვე აღიარებულად საერთაშორისო მსგავსი ტიპის სტანდარტებთან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს დაგვეხმარება უცხოურ ინვესტიციებთან მიმართებაში იქიდან გამომდინარე, რომ ინვესტორისთვის ძალიან კარგად არის აღნიშნული საბაჟო პროცედურები და შესაბამისად, ნაცნობი თამაშის წესები ყველასთვის მისაღებია.

როგორც სხდომაზე ითქვა, აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების წამახალისებელი ფაქტორია. კონვენციასთან მიერთება საშუალებას იძლევა, რომ საქართველომ, როგორც ხელშემკვრელმა მხარემ, მონაწილეობა მიიღოს კონვენციის 112 ხელშემკვრელი მხარისთვის სამართლებრივად სავალდებულო სტანდარტების შემდგომ შემუშავება/განახლების პროცესში. იგი ორმხრივი და მრავალმხრივი ვაჭრობის შესახებ სამომავლო მოლაპარაკებების წარმოებისას მნიშვნელოვნად ამარტივებს საბაჟოსთან დაკავშირებულ დებულებებზე შეთანხმების მიღწევის პროცესს და ა.შ.

დასასრულ, კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი წარმოდგენილ საკითხს და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად მის გატანას.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა