logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
20:21 11.06.2018
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს ცვეტა კარაიანჩევას შეხვდა.

სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებს, რომელიც პოზიტიურ გავლენას ახდენს ორი ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგზე.
აღინიშნა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლისა და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა. ხაზი გაესვა წარმატებულ საპარლამენტო თანამშრომლობას და მხარეები მიესალმნენ ორი ქვეყნის პარლამენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას.

მიხეილ ჯანელიძემ ბულგარეთის მხარეს ევროკავშირის საბჭოს წარმატებით თავმჯდომარეობის დასრულება მოულოცა და მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის.

მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ბულგარეთს სირიის არაბთა რესპუბლიკის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო.

საუბარი შეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. ქართულმა მხარემ ბულგარეთის დელეგაციას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შესახებ.
ცვეტა კარაიანჩევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის მტკიცე პოზიცია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან მიმართებაში და გამოხატა ამ პროცესში შემდგომი დახმარების მზადყოფნა. ბულგარეთის მხარე მიესალმა საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მხარდამჭერ ჩანაწერს და პოლიტიკური სპექტრის ერთსულოვნებას.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული სექტორული თანამშრომლობა. ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სფეროებში მიმდინარე ერთობლივი პროექტებზე.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე, რაც ხელს უწყობს ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავებას. ცვეტა კარაიანჩევამ საქართველოს ვიცე-პრემიერი ბულგარეთში მიიწვია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა