პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე დღეს მცხეთაში, სვეტიცხოვლის ავტოსადგომთან მცხეთა–მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.
როგორც „ნიუსპრესს“ „ახალი მემარჯვენეებიდან“ აცნობეს, მაჟორიტარი კანდიდატების დასახელების შემდეგ „ახალგაზრდა მემარჯვენეები“ აქციას - "არა მონოპოლიებს" გამართავენ.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აქციაში პარტიის ლიდერებიც მიიღებენ მონაწილეობას.
დავით გამყრელიძემ პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები რამდენიმე რაიონში უკვე დაასახელა. გუშინ მან თელავში, კახეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

















