logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საბერძნეთსა და სერბეთში საქართველოს საელჩომ ბელგრადში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პირველი ოფიციალური მიღება გამართა
საბერძნეთსა და სერბეთში საქართველოს საელჩომ ბელგრადში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პირველი ოფიციალური მიღება გამართა
18:32 08.06.2018
ბელგრადის სასტუმრო „მეტროპოლში“, საქართველოს საელჩომ საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში პირველად უმასპინძლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას.



ღონისძიება ასევე მიეძღვნა საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს. აღსანიშნავია, რომ მიღებას დაესწრო საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელთა შორის იყო პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ქ-ნი სოფიცო ქაცარავა და საქართველოს პარლამენტში სერბეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გედევან ფოფხაძე.





დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა და საქართველოსა და სერბეთის პარლამენტებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებმა სოფიცო ქაცარავამ და ზარკო ობრადოვიჩმა.





მიღებას სხვა მაღალი დონის სტუმრებთან ერთად, დაესწრო სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე მაია გოიკოვიჩი, სერბეთის შრომის, დასაქმებისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი ბ-ნი ზორან ჯორჯევიჩი, სერბეთის მმართველი პარტიის წარმომადგენელი პარლამენტარები, სერბეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი, ბელგრადში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, სერბეთის აკადემიური და კულტურის სფეროს მოღვაწეები, სერბი ბიზნესმენები, სერბეთის მას–მედიის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე მოპატიჟებულ სტუმრებს შორის იყვნენ სერბეთში მოღვაწე ჩვენი თანამემამულეები. სერბეთის საპატრიარქოს წარმოადგენდა არქიმანდრიტი სტეფანე.



ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ქართული ღვინის დეგუსტაცია. სტუმრებმა იხილეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისათვის მომზადებული ვიდეო-რგოლი, ასევე საქართველოს ტურისტული და საინვესტიციო-სამეწარმეო შესაძლებლობების შესახებ ვიდეო-ფილმები. ღონისძიება გააშუქა სერბეთის ნაციონალურმა რადიო-ტელევიზიამ "RTS".

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა