logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზაზა გაბუნია რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
ზაზა გაბუნია რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
17:59 08.06.2018
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორთა საბჭოს წევრთან, ნათია კუპრაშვილთან, ასევე „სტუდია რეს“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.



შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონული მედიის მნიშვნელობასა და მის პოპულარიზაციაზე.



რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა კომიტეტის თავმჯდომარეს ის პროექტები გააცნეს, რა მიმართულებითაც ორგანიზაციები მუშაობენ.



ნათია კუპრაშვილის განცხადებით, „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი“ მიზნად ისახავს რეგიონული მედიის განვითარების გზით, რეგიონში მცხოვრები აუდიტორიისთვის ხარისხიანი და შინაარსიანი აუდიო-ვიზუალური პროდუქტის მიწოდებას, მოსახლეობის ინფორმირებას, განათლებას, განვითარებას.



შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა, კომიტეტის გრძელვადიან სტრატეგიაზე და გამოთქვა მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან.



„კომიტეტი განსაზღვრავს პოლიტიკას რეგიონებისა და თვითმმართველობების მიმართულებით, ამდენად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვქონდეს აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობა იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ახდენენ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სწორ ინფორმირებას“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.



როგორც „სტუდია რეს“ პროდიუსერმა ნინო გელაშვილმა აღნიშნა, „სტუდია რე” ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.



ზაზა გაბუნია - „ჩვენ ისედაც ვგეგმავთ კომიტეტის ფორმატში რეგიონულ მედიასთან შეხვედრებს, სადაც უფრო დეტალურად ვისაუბრებთ თვითმმართველობაში მიმდინარე რეფორმებზე“.



შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებულ ყველა აქტუალურ საკითხზე და ასეთი ტიპის თანამშრომლობა იქნება ძალიან ნაყოფიერი და ღირებული.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა