logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კუჭავა: საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ევროინტეგრაციის გზაზე ძალების გაერთიანებას
კახა კუჭავა: საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ევროინტეგრაციის გზაზე ძალების გაერთიანებას
17:50 08.06.2018
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტო ასამბლეა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს თანამშრომლობის გაღრმავებასა და ძალების გაერთიანებას ევროპისკენ მიმავალ გზაზე.
ამის შესახებ კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
კახა კუჭავა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და დელეგაციასთან ერთად, კიევში იმყოფება, სადაც საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში - „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: რეგიონული და უსაფრთხოების თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომპონენტის განმტკიცება ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთქმედების განვითარებით ” მიიღებს მონაწილეობას.



საქართველოს პარლამენტის წევრის განცხადებით, ორდღიან კონფერენციაზე ყურადღება უსაფრთხოების საკითხებსა და იმ შემდგომ ნაბიჯებზე გამახვილდება, რომელიც სამმა ქვეყანამ ევროპულ ოჯახთან უფრო დასაახლოებლად უნდა გადადგას.



„დღეს და ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება კიევში, სადაც საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეები საპარლამენტო ასამბლეის შექმნის შესახებ განცხადებას მოაწერენ ხელს. საპარლამენტო ასამბლეა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს თანამშრომლობის გაღრმავებასა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე ძალების კიდევ უფრო გაერთიანებას. გარდა ამისა, გაიმართება პანელური დისკუსია, სადაც ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორც ასრულებენ ქვეყნები ვალდებულებებს, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე გვაქვს აღებული. დაისახება თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს სამ ქვეყანას უდგას წინ. ყურადღება გამახვილდება უსაფრთხოებასა და აღსრულების ნაწილზე გამახვილდება. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული იმ შემდგომ ნაბიჯებზე, რომლებიც სამმა ქვეყანამ ერთობლივად უნდა გადადგას ევროპულ ოჯახთან კიდევ უფრო დასაახლოებლად“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ.









FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა