logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის მიზანი ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის უზრუნველყოფა იქნება
არჩილ თალაკვაძე: საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის მიზანი ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის უზრუნველყოფა იქნება
17:44 08.06.2018
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა საპარლამენტო ასამბლეას ქმნის, რომლის მიზანი ევროკავშირში აღნიშნული ქვეყნების სწრაფი ინტეგრაციის უზრუნველყოფა იქნება.


ჟურნალისტებთან საუბრისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასამბლეის მიზანსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, ჩამოყალიბდება როგორც მოლაპარაკებების, ასევე, ევროინტეგრაციის პროცესის მართვის ერთიანი ფორმატი.



„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ჩვენი დელეგაცია მონაწილეობას იღებს მაღალი დონის კონფერენციაში, სადაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა საპარლამენტო ასამბლეას ვქმნით. საპარლამენტო ასამბლეის მიზანი იქნება ჩვენი ქვეყნების სწრაფი ინტეგრაციის უზრუნველყოფა ევროკავშირში, ძალისხმევის კონსოლიდაცია და ურთიერთმხარდაჭერა იმისთვის, რათა მოხდეს დასავლურ სტრუქტურებში ჩვენი ქვეყნების სწრაფი გაწევრიანება. ეს შეთანხმება და ასამბლეის შექმნა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ერთის მხრივ, ჩვენ ერთმანეთს დავუჭერთ მხარს ამ პროცესში, მეორეს მხრივ, მოხდება პასუხისმგებლობის ერთიანი ფორმატის ჩამოყალიბება, როგორც მოლაპარაკებების, ასევე, ინტეგრაციის პროცესის მართვის თვალსაზრისით“,- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.



არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და დელეგაციასთან ერთად, კიევში იმყოფება, სადაც საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში - „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: რეგიონული და უსაფრთხოების თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომპონენტის განმტკიცება ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთქმედების განვითარებით ” იღებს მონაწილეობას.



კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბი და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრიან კანდუ საქართველოს უკრაინისა და მოლდოვას საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შექმნის შესახებ განცხადებას მოაწერენ ხელს.



საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: არჩილ თალაკვაძე, კახა კუჭავა, გიორგი მოსიძე, ბექა ოდიშარია და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა