„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერები დღეს მარტყოფში იმყოფებოდნენ.
გიორგი თარგამაძემ, გიორგი
ახვლედიანმა და ლევან ვეფხვაძემ ადგილობრივ მოსახლეობას პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს და ქდმ-ს სოფლის მეურნეობის განვითარების ათპუნქტიანი გეგმა დეტალურად განუმარტეს.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიიდან აცნობეს, ქდმ-ს ლიდერები ადგილობრივებს მოთიბვაშიც დაეხმარნენ და სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.
„ჩვენ გვაქვს ათწლიანი პროგრამა, რომელიც ყველა ნიუანსს ითვალისწინებს - მიწებისა და წვრილი საგლეხო მეურნეობების მსხვილ კოოპერატიულ მეურნეობებად გარდაქმნას, გრძელვადიან ხელმისაწვდომ კრედიტებს, ახალი ტექნოლოგიების შემოტანასა და უკვე საბოლოო პროდუქტიის რეალიზებას. ამ ყველაფრის განხორციელების შემთხვევაში, ქართული სოფელი ფეხზე დადგება“- განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15% აგრარული სექტორის განვითარებაში უნდა ჩაიდოს.

















