"ლეიბორისტულმა პარტიამ" ნატო-ს სარდლობის მიმართ დეკლარაცია შეიმუშავა.
ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, გიორგი გუგავამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
დეკლარაცია ნატო-ს სარდლობის მისამართით არის შედგენილი და მათ სამხედრო მისიებში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას სთხოვს.
დეკლარაციის თანახმად, საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი არ არის, შესაბამისად ამგვარ მისიებში მონაწილეობის არანაირი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება არ გააჩნია.
"ლეიბორისტული პარტია" ყველა ოპოზიციურ ძალას მოუწოდებს, გაერთიანდეს და სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობის შეწყვეტას მხარი დეკლარაციაზე ხელის მოწერით დაუჭიროს.

















