საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ექსპერტიზით დადასტურდა,
რომ არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.
მისივე თქმით, ტატუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.
„ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა. მას აღენიშნება ძალადობის კვალი, რამაც მაღალი ალბათობით გამოიწვია სიკვდილი. შესაბამისად, დასტურდება ის ბრალდება, რაც ჩვენ თავის დროზე ვთქვით ჩვენს შეფასებებში, რომ არის მოკლული და რა თქმა უნდა, ჩვენ ვითხოვთ, რომ დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცნენ და პასუხი აგოს საოკუპაციო რეჟიმმა“- განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმეს წამების კვალიფიკაცია დაემატა.

















