შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს პირველი დემოკრატიული
რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება და ფოტოგამოფენა გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ჯალაღონიამ. მან საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მიღების ფარგლებში პირველი რესპუბლიკის დაფუძნების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენაც გაიმართა.
ასევე, ღონისძიებაზე 30 ზე მეტი სახეობის ექსკლუზიური ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ შვეიცარიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე და დეპუტატები, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსი, ბიზნეს-სექტორის, კულტურისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

















