logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი კვირიკაშვილი: მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე კონსულტაციები ორშაბათიდან დაიწყება
გიორგი კვირიკაშვილი: მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე კონსულტაციები ორშაბათიდან დაიწყება
19:19 03.06.2018
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმირების პრინციპებზე იმსჯელეს.

„როგორც ორი დღის წინ მოგახსენეთ, უახლოეს დღეებში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა დამტკიცდება. ორშაბათიდანვე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები გამართავენ კონსულტაციებს უმცირესობის წარმომადგენლებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, შეჯერდება პოზიციები, ხოლო კომისიის შემადგენლობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ, კანონით გათვალისწინებულ ვადებში, რამდენიმე დღეში უკვე კომისიის პირველი სხდომა გაიმართება. ასე რომ ეს პროცესი დაიწყო" - განაცხადა პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით , შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად იგი შეხვდა სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას.

„მან მოგვაწოდა ის კითხვები, რომლებიც კონკრეტულად სარალიძისა და დადუნაშვილის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საკითხთან დაკავშირებით არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო დაკითხვების პროცედურები კონკრეტულად დანაშაულის შეუტყობინებლობისა და მოწმეებზე ზეწოლის მიმართულებით. ასე, რომ ეს პროცესიც დაწყებულია” - განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება მთავარი პროკურორის კანდიდატურას, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კანდიდატურაზე მსჯელობას ორშაბათიდან იუსტიციის სამინისტრო საზოგადოების მაქსიმალური ჩართლობით დაიწყებს.

“როგორც საზოგადოებას შევპირდით, ეს კონსულტაციები იქნება მაქსიმალურად ფართო. ჩვენი მიზანია, მთავარი პროკურორის კანდიდატურას, რომელიც იქნება შერჩეული, ჰქონდეს მაქსიმალური ლეგიტიმაცია საზოგადოების მხრიდან. დღეს შევჯერდით მხოლოდ პრინციპებზე. კონკრეტულ კანდიდატურებზე პოლიტსაბჭოზე ჯერ არ გვიმსჯელია. ეს საკითხი პოლიტსაბჭოზე მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ დადგება, რაც მთავრობის მიერ დამტკიცებული კონკრეტული კანდიდატურა პარლამენტს გაეგზავნება. რაც შეხება ამ პროცესებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ უსამართლობის განცდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ხელისუფლება, რომლისთვისაც ეს არის სერიოზული გამოწვევა და ასეთ კითხვებზე, რომელიც საზოგადოებაშია, პასუხის გაცემისთვის არის ის ფორმატები, რომლებზეც ახლა მოგახსენეთ. ასეთ ფორმატებში უნდა გაეცეს პასუხი ყველა კითხვას და აუცილებლად გაეცემა. რაც შეეხება იმას, რომ კონკრეტულად რადიკალიზებულ ჯგუფებს უნდათ, არასტაბილურობის განცდა გააჩინონ და აყენებენ აბსოლუტურად არამართლზომიერ პოლიტიკურ მოთხოვნებს, ჩვენ არასტაბილურობის შექმნის საფუძველს არავის მივცემთ. ჩვენი ხელისუფლება ზრუნავს იმაზე, რომ საზოგადოებას ყველა კითხვაზე მაქსიმალურად გაეცეს პასუხი, მაგრამ ჩვენ ასევე ვიზრუნებთ იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პოლიტსაბჭოს სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ რომ პარტიას ხუთი მდივანი ეყოლება. გენერალური მდივნის თანამდებობაზე კვლავ რჩება კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე - ირაკლი კობახიძე, ხოლო პოლიტიკური მდივანი კვლავ გიორგი ვოლსკი იქნება. დამატებით შემოღებულია ორი ახალი მდივნის თანამდებობა. კერძოდ, საერთაშორისო მდივნის პოზიციას დაიკავებს თამარ ჩუგოშვილი, რეგიონული მდივნის პოზიციას კი დიმიტრი სამხარაძე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა