logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საგარეო საქმეთა მინისტრი წმინდა საყდრის ახლადდანიშნულ ნუნციოს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი წმინდა საყდრის ახლადდანიშნულ ნუნციოს შეხვდა
13:34 02.06.2018
წმინდა საყდრის ახლადდანიშნულმა ნუნციომ საქართველოში, მონსინიორ ჟოზე აველინო ბეტანკურმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს.



ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ვატიკანის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები.



საქართველოს ვიცე-პრემიერმა, წმინდა საყდრის დესპანს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ხაზი გაუსვა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებულ მეგობრულ კავშირებს.



მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის ურთიერთობა გამყარებულია ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერით და არაღიარების პოლიტიკით.



მიხეილ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა წმინდა საყდრის მიერ საქართველოში სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობაზე, რაც კიდევ უფრო აახლოებს ორ სახელმწიფოს და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს წმინდა საყდრის მიერ ქართველი ახალგაზრდებისთვისა და მეცნიერებისთვის გამოყოფილ სტიპენდიებს, რაც ხელს უწყობს მათი ცოდნის გაღრმავებას.



ახალი ნუნციოს აღნიშვნით, საქართველოსა და წმინდა საყდარს ისტორიული ურთიერთობები აკავშირებთ. მან ხაზი გაუსვა, რომ წმინდა საყდარი აფასებს დადებით ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოსთან, რომელიც გულთბილობითა და პატივისცემით ხასიათდება და რომელიც გამოიხატება როგორც მაღალი დონის ვიზიტებში, ასევე სხვა სახის ინიციატივებში. მონსინიორ ბეტანკურმა ხაზი გაუსვა პაპ ფრანცისკეს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას საქართველოსადმი და კიდევ ერთხელ აღინიშნა, საქართველოში პაპის წარმატებული ვიზიტის მნიშვნელობა.



ნუნციომ გამოხატა საქართველოსთან თანამშრომლობის შემდგომში გაძლიერების სურვილი და ხაზი გაუსვა, რომ წმინდა საყდარი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებების სრული პატივისცემის მატარებელი ინიციატივების მხარდაჭერას.



შეხვედრისას მხარეებმა შემდგომი ორმხრივი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა