ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა ირლანდიაში ქართული დიასპორის
წარმომადგენლებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილე მიულოცა.
მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ დუბლინის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელმთავარი დავიდ ლონერგანი, ამავე ეკლესიის მღვდელმსახური ნიკოლოზ მაისურაძე, დუბლინში მოქმედი ბავშვთა ქართული ვოკალური ანსამბლის „Mixed Melodies” ხელმძღვანელი ზიზი ნანობაშვილი-ლოფტუსი, ქართული საკვირაო სკოლის „ლამპარი“ დირექტორი ანელი აწკარუნაშვილი და სკოლის პედაგოგები.
საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა ირლანდიაში მცხოვრებ თანამემამულეებს იმ ღვაწლისა და დამსახურებისათვის, რაც მათ ქართულ დიასპორაზე ზრუნვის, ირლანდიაში ქართული კულტურის წარმოჩენის, ახალგაზრდა თაობის აღზრდისა და ქართული ენის სწავლების კუთხით მიუძღვით.
დაჯილდოების ცერემონია დუბლინის ციხე-სიმაგრეში გაიმართა.

















