პარტია „ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ თელავში, კახეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
თელავში „მემარჯვენეებმა“ მაჟორიტარობის კანდიდატად ფიქრია ჩიხრაძე წარადგინეს.
„ფიქრია კარგად იცნობს თელავს, რადგან 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც კენჭს აქ იყრიდა. მას ძალიან უყვარს თელავი და ვგრძნობ, რომ თელაველებსაც უყვართ და პატივს სცემენ ფიქრიას" - განაცხადა გამყრელიძემ.
კახეთის დანარჩენ რაიონებში გამყრელიძემ მაჟორიტარებად ადგილობრივი პარტიული ლიდერები წარადგინა.
გურჯაანში „ახალი მემარჯვენეების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი იმერლიშვილი იქნება, რომელიც პარტიის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელია.
ყვარელში გამყრელიძემ "ახალი მემარჯვენეების" ყვარლის ორგანიზაციის თავმჯდომარის ნუგზარ ღონიაშვილის კანდიდატურა წარადგინა.
დედოფლისწყაროს რაიონში „ახალი მემარჯვენეების" კანდიდატი ადგილობრივი ორაგნიზაციის თავმჯდომარე სოსო ბეჟანიშვილი იქნება.
ლაგოდეხში „მემარჯვენეებს“ ზურაბ ჯაფარიძე წარმოადგენს, ხოლო სიღნაღში - სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მალხაზ ხუციშვილი.
ახმეტასა და საგარეჯოში „მემარჯვენეებს“ ზურაბ არაბული და დავით მაისურაძე წარმოადგენენ, რომლებიც ამავე რაიონების პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები არიან.

















