საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევება აჩვენა, რომ მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები მათ სამოქმედო გეგმას ერთი-ერთში ემთხვევა.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ცისკარიშვილმა NDI-ს მიერ პოლიტიკური პარტიების რეიტინგების კვლევების შეფასებისას განუცხადა.
„ძალიან ვაფასებთ ამომრჩევლის მხარდაჭერას. კვლევების მიხედვით, ჩვენი სამოქმედო გეგმა მოქალაქეების წინაშე მდგარ ამოცანებსა და გამოწვევებს ერთი-ერთში ემთხვევა“ - მიაჩნია უმრავლესობის ლიდერს.
მისივე თქმით, NDI-ს კვლევები ასევე მნიშვნელოვანია საკითხების და პრიორიტეტების გამოკვეთის თვალსაზრისითაც.
რაც შეეხება პროცენტულ ცვალებადობას, ცისკარიშვილის შეფასებით, „ამაში ვერანიარ პრობლემას ვერ ხედავს“.
„რეალური საარჩევნო კამპანიის რეჟიმში არც გადავსულვათ და როცა მას დავიწყებთ, ჩვენი ამომრჩეველი უფრო მობილიზებული იქნება“ - აღნიშნა მან და დასძინა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო კამპანიას უახლოეს მომავალში დაიწყებს.
NDI-ს კვლევების თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რესპოდენტების 36% ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა, ხოლო 18 % - „ქართულ ოცნებას“.

















