წინა თაობის ხალხი პროფესიონალები იყვნენ და ისინი ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდნენ.
აღნიშნული განცხადებით, "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა პრეზიდენტის ყვარელში გამოსვლას გამოეხმაურა, სადაც სააკაშვილმა განაცხადა, რომ მუმიები არ უნდა დაბრუნდნენ საქართველოს ხელისუფლებაში.
"თუ ვინმეს რცხვენია ამის აღიარება, ჩვენ ვაღიარებთ, რომ წინა თაობის ხალხი იყო ყველაზე წარმატებული და საბჭოთა პერიოდის ადამიანები აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ისინი პრფესიონალები არიან და განსხვავებით ახლანდელი ახალგაზრდა პოლიტიკოსებისგან, ბევრ დარგში ჩავარდნა არ აქვთ", - ამბობს პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი.
როგორც კახა კუკავამ დღეს აღნიშნა, უცხოეთში ორთვიანი სტაჟირება გავლილი კადრები ხიდებსა და ჰესებს ვერ აშენებენ და მათ მიერ გაკეთებული აეროპორტებიც ქარს მიაქვს.

















