logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: IRI-ს კვლევის შედეგებთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან სერიოზული კითხვები, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე აუცილებლად დაისმება
არჩილ თალაკვაძე: IRI-ს კვლევის შედეგებთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან სერიოზული კითხვები, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე აუცილებლად დაისმება
11:48 31.05.2018
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, IRI-ს კვლევის შედეგებზე ძალიან სერიოზული კითხვები არსებობს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ დიდ პატივს ვცემთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის - IRI-ს. რაც შეეხება კვლევის შედეგებს, გვაქვს ძალიან სერიოზული კითხვები“- განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობაში არსებობს შეკითხვები, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე აუცილებლად დაისმევა და უმრავლესობის ლიდერმა იმედი გამოთქვა რომ აღნიშნულ კითხვებთან დაკავშირებით დეპუტატები შესაბამის პასუხებს მიიღებენ.



„IRI-ის წარმომადგენლებთან დღეს გვაქვს შეხვედრა და ისინი წარმოადგენენ კვლევის შედეგებს. ელემენტარულად ჩვენთვის გაუგებარია, როგორ მოხდა ისე, რომ კვლევა მაგალითად ამბობს, რომ 2012 წელს, როდესაც საზოგადოებამ ხელისუფლება გადაირჩია, მაშინდელ ხელისუფლებას, მაგალითად, მთავრობას ჰქონდა გაცილებით მაღალი ნდობა, ვიდრე შემდეგში, რასაც გრაფიკი აჩვენებს. როგორ მოხდა ის, რომ ადამიანები არჩევნებზე საკუთარი კალმებით მიდიოდნენ გაყალბების შიშით, მაშინ 2012 წელს და უფრო ადრე, ამ კვლევაში აქვთ უფრო მაღალი ნდობის მაჩვენებლები ცესკოს და ხელისუფლებას - არჩევნების ჩატარების ორგანიზატორებს, ვიდრე შემდეგ წლებში“.



მისი თქმით, ასევე გაუგებარია, როგორ აქვს „ქართულ ოცნებას“ დაბალი რეიტინგი, მაშინ, როდესაც ყველა არჩევნებში ორჯერ მეტ შედეგს აჩვენებენ.



„როგორ მოხდა ის, რომ თუნდაც „ქართულ ოცნებას“ უწერია ძალიან დაბალი რეიტინგი, როდესაც ყველა არჩევნები 2012 წლიდან მინიმუმ ორჯერ მაღალ შედეგს აჩვენებს. არის ძალიან ბევრი შეკითხვა, ელემენტარულად, არაერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერს აქვს 50 და 60%-იანი რეიტინგი, მოცემული, როდესაც მათი პარტიები 5 და 7%საც ვერ იღებენ არჩევნებში. ეს კითხვები აქვს ჩემს თანაგუნდელებსაც და დღეს დარწმუნებული ვარ გვექნება ამაზე მსჯელობა. ალბათ - IRI-ს აქვს ამაზე პასუხები, და თუ როგორ მოხდა ისე, რომ IRI-ს და NDI-ის კვლევის შედეგებიც კი აცილებულია დიამეტრალურად ერთმანეთს. დღეს ველოდებით პასუხებს იმაზე, თუ რატომ არის ერთმანეთს აცილებული დიამეტრალურად IRI-ს და NDI-ის კვლევის შედეგები, როგორ ჩატარდა ეს კვლევა, რომელმა ორგანიზაციებმა ჩაატარეს. ვის დაუკვეთა IRI-მ კვლევის ჩატარება საქართველოში, იმიტომ, რომ კვლევის შედეგები აცილებულია ყველანაირ რაციონალს ბევრი მიმართულებით, მათ შორის რაც ჩამოგითვალეთ, იმ საკითხებზე,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა