პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკა ბესელია საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია.
„მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ფოთში არჩევნებში გავიმარჯვებ, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. არანაირი კონკურენციის არ მეშინა და მჯერა, რომ ფოთელები სწორ არჩევანს გააკეთებენ“ - აღნიშნა ბესელიამ.
ფოთის მაჟორიტარი კანდიდატის თქმით, ის ფოთის პრობლემებს კარგად იცნობს და მოსახლეობას მათი მოგვარების გზებს საარჩევნო კამპანიის დროს შესთავაზებს.
მისივე თქმით, მისი, როგორც დეპუტატის მიზანი პარლამენტში ფოთელების ინტერესების დაცვა იქნება.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, საქართველოს 12 რეგიონში მაჟორიტარი კანდიდატი დაასახელა.

















