logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ჩინეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა
ჩინეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა
19:51 30.05.2018
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით აფციაურმა. მან აღნიშნა,საქართველოს ისტორიული განვითარებისათვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის მნიშვნელობა.

ელჩის განცხადებით, “საქართველო მტკიცედ ატარებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური რეფორმების კურსს, საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო ინტეგრაციის საფუძველზე“.

ასევე, ხაზი გაუსვა, საქართველოსა და ჩინეთს შორის ბოლო წლებში თანამშრომლობის გააქტიურებას, ამ მხრივ პოზიტიურ დინამიკას და სამომავლო პერსპექტივებს. ელჩმა ჩინეთში მისი საქმიანობის დასრულებასთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა ჩინელ პარტნიორებს, დიპლომატიური კორპუსისა და ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებს, ასევე საქართველოს საელჩოს შემადგენლობას, ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

საზოგადოებას ასევე მიმართა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჭანგ ჰანჰუეიმ. მან განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა“სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში, ორმხრივი ეკონომიკური პროექტების დაწყების მნიშვნელობაზე. აგრეთვე, ხაზი გაუსვა იმპოტენციალს, რომელიც გააჩნია ორივე სახელმწიფოს, სამომავლო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით. აღნიშნა, საქართველოს ელჩის მნიშვნელოვანი როლი ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურების მიმართულებით.

ღონისძიება საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

მიღების ფარგლებში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საელჩოს მიერ ორგანიზებული იქნა ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში დაცული უძველესი ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების ასლები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა