ამერიკის შეერთებული შტატები სირიის მიერ აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლად აღიარებას გმობს.
ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ჰიზერ ნოიერტიმ განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ საქართველოს სუვერენიტეტის, მისი დამოუკიდებლობისა და ტეროტორიული მთლიანობის მხარდაჭერას აგრძელებს.
„სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ფაქტი, ჩვენთვის სრული მოულოდნელობა არ ყოფილა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბაშარ ალ ასადის რეჟიმს რუსეთის რეჟმი უჭერს მხარს. რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის, მისი დამოუკიდებლობის და ტეროტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასადის რეჟიმის გადაწყვეტილებას კი ჩვენ არაგონივრული რჩევის შედეგს ვუწოდებთ და მას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან ან ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციასთან,"-აცხადებს ჰიზერ ნოიერტი.
შეგახსენებთ, რომ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად ცნო. საპასუხოდ, საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს.

















