logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფიო ქაცარავა: ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები სტრატეგიულ პარტნიორებთან ახალი მიმართულებების განვითარებაა
სოფიო ქაცარავა: ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები სტრატეგიულ პარტნიორებთან ახალი მიმართულებების განვითარებაა
14:48 30.05.2018
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ფორმატში, საქართველოსთან დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ჯონათან ჯანოგლის შეხვდა. მხარეებმა შეაჯამეს ორმხრივი ვიზიტი და მეგობრობის ჯგუფების სამუშაო დღის წესრიგზე იმსჯელეს, რაც 2017 წლის 7 სექტემბრის ერთობლივ შეთანხმებაშია ასახული.



შეხვედრისას არსებული კავშირების გაძლიერებასა და თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებზე შეთანხმდნენ, რასაც საპარლამენტო დიპლომატიამ უნდა შეუწყოს ხელი.



„ბოლო 2 წლის მანძილზე, საქართველოში, მართლაც ბევრი რამ შეიცვალა და გაკეთდა. თქვენ გაქვთ ხელშესახები პროგრესი და მე მოხარული ვარ მხარი დაგიჭიროთ ყველა იმ მიმართულებით, რისკენაც საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი მიისწრაფვის“, - განაცხადა ჯონათან ჯანოღლიმ.



სოფიო ქაცარავამ ბრიტანეთი-საქართველოს „უორდროპის სტრატეგიულ პარტნიორობას“ და მის ფარგლებში, ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას გაუსვა ხაზი. „ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები სწორედ სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერობების შენარჩუნება და ახალი მიმართულებების განვითარებაა“, - განაცხადა მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა.



შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების ხელშეწყობის საკითებს.

მხარეებმა ასევე, განიხილეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევი და „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ - ახალი სამშვიდობო ინიციატივა, რაც ნათლად ასახავს ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკას, რომელსაც მტკიცედ უჭერს მხარს ბრიტანეთის პარლამენტი.

„დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით და მასთან თანამშრომლობით საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა, რამაც ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს შეუწყო ხელი“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.



მხარეებმა ერთობლივად განიხილეს და მიიღეს კომუნიკე, რომელიც მოიცავს ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობის დადასტურებას, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ დიდი ბრიტანეთის მხრიდან მხარდაჭერას. კომუნიკე ადასტურებს ერთობლივი ძალისხმევის გამოხატვას საერთო ინტერესებისა და ღირებულებების დაცვის მიმართულებით.



ორი ქვეყნის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შეხვედრაში ეკა ბესელია, კახა კუჭავა, ნატო ჩხეიძე და გელა მიქაძე მონაწილეობდნენ..





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა