საპარლამენტო არჩევნების თარიღი უახლოეს მომავალში ოფიციალურად გახდება ცნობილი.
ამის შესახებ დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„არჩევნების თარიღზე დღეს ვერაფერს გეტყვით. თუმცა, უახლოეს მომავალში, ინფორმაცია ამის შესახებ ოფიციალურად გაჟღერდება“ - განაცხადა მანჯგალაძემ.
წინასწარი ინფორმაციით, პრეზიდენტმა არჩევნები შესაძლოა, 5 ოქტომბრისთვის დანიშნოს.

















