logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
18:24 29.05.2018
„ჩვენ ვართ თანმიმდევრულები, მომთმენნი, პრაგმატულები და ვფიქრობთ, რომ ამ პოლიტიკის შედეგად, საბოლოოდ, ჩვენი მიზნები ეფექტურად იქნება მიღწეული“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.



ირაკლი კობახიძე ახალგაზრდებს საქართველოში მიმდინარე პროცესების, პრიორიტეტებისა და გამოწვევების შესახებ ესაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქვეყნის გასაძლიერებლად და მრავალი მიმართულებით გასავითარებლად. მისი განცხადებით, საქართველო, რომელიც რეგიონში ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა, ძალისხმევას არ იშურებს საუკეთესო ევროპული სტანდარტების მოკლე ვადებში მისაღწევად.



ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცოტა ხნის წინ განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, საქართველო ყველაზე დემოკრატიულ სისტემაზე -საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადადის.



„ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო რეფორმა განვახორციელეთ. გადავდივართ სრულ საპარლამენტო მმართველობაზე, რომელიც, გვწამს, რომ ყველაზე დემოკრატიული სისტემაა. ამ სისტემის ფარგლებში შემოგვაქვს პროპორციული საარჩევნო სისტემა და გვჯერა, რომ საპარლამენტო მმართველობა და პროპორციული არჩევნები პლურალიზმს საუკეთესოდ უზრუნველყოფს, თავიდან ავიცილებთ ნებისმიერი ტიპის ავტოკრატიას გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ ადრე გვქონდა პრობლემები ავტოკრატიული რეჟიმთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა, ახალი კონსტიტუციით, ავტოკრატიის საფრთხე თავიდან იქნება აცილებული.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი რეფორმა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტმა განახორციელა. მისივე თქმით, მმართველი გუნდი ძალისხმევას არ იშურებს სასამართლო სისტემის გაძლიერებისთვის, ასევე, დეცენტრალიზაციის ხელშეწყობისთვის.



ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეფორმების ერთერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერება.



„ქართული დემოკრატიის გასაძლიერებლად ამბიციური გეგმები გვაქვს. რა თქმა უნდა, პარლამენტის ინსტიტუციური განვითარება არის ამ რეფორმის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი. ჩვენ გვსურს, გავაძლიეროთ პარლამენტის კანონშემოქმედებითი შესაძლებლობები, ყველაფერს ვაკეთებთ მისი საზედამხედველო შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რათა პარლამენტმა უკეთ გააკონტროლოს აღმასრულებელი შტოს საქმიანობა. ამ მიმართულებით საკმაოდ წარმატებულები ვართ.

ჩვენი საპარლამენტო გუნდი საკმაოდ ახალგაზრდა და ამბიციურია. მიუხედავად ასაკისა, პარლამენტარები საკმაოდ გამოცდილი და კვალიფიციურნი არიან. ვფიქრობთ, რომ ამ შემადგენლობით, ამ ძლიერი გუნდით, ჩვენ შეგვიძლია, მნიშვნელოვნად გავზარდოთ პარლამენტის ეფექტურობის დონე. გვსურს, რომ მნიშვნელოვნად გაძლიერებული ინსტიტუცია დავუტოვოთ მომდევნო პარლამენტს, რომელიც 2020 წელს აირჩევა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



ირაკლი კობახიძე ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებს 2012 წლამდე, ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობასა და ამჟამინდელ ვითარებაზე ესაუბრა. მისი თქმით, დღეს საქართველოს მოქალაქეები მათი ფუნდამენტური, კონსტიტუციური უფლებების დაცვის გაცილებით მაღალი სტანდარტით სარგებლობენ.



„დემოკრატიული განვითარების კუთხით, ჩვენ საკმაოდ წარმატებულები ვართ, მაგრამ გვსურს, მივაღწიოთ უფრო მაღალ სტანდარტს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ და საქართველოს პარლამენტი აქტიურად არის ჩართული შესაბამისი რეფორმის განხორციელებაში“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.



მისი თქმით, ქვეყნის ერთერთი მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკური განვითარება.



„ჩვენ სწრაფად უნდა განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა ეკონომიკური და სოციალური განვითარების ევროპული სტანდარტების მისაღწევად და ეს არის სწორედ ჩვენი ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტი. პარლამენტი ძალიან აქტიურად არის ჩართული ეკონომიკური რეფორმების იმპლემენტაციაში. ცოტა ხნის წინ, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ეკონომიკური განვითარების გეგმა, ე.წ. ოთხ პუნქტიანი გეგმა, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა. ახლა ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში - 4.8 %. რეგიონში ჩვენ ვგულისხმობთ არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიას, არამედ უფრო ფართო რეგიონს. ასე რომ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ პროგრესს განვიცდით და ვვითარდებით, მაგრამ ამავდროულად, გვსურს მივაღწიოთ უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას და ეკონომიკური განვითარების ევროპულ სტანდარტებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაზეც და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რომ ქვეყანას ეს ისტორიული ფუნქცია დაუბრუნოს.



„საქართველო, ისტორიულად, ასრულებდა სატრანზიტო როლს და აკავშირებდა ევროპას აზიასთან, დასავლეთს - აღმოსავლეთთან. ეკონომიკური განვითარების მხრივ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომ ჩვენს ქვეყანას ეს ისტორიული ფუნქცია დავუბრუნოთ. ახლა საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ევროკავშირთან, თურქეთთან და, ასევე, ჩინეთთან. ეს ვითარება ქმნის ძალიან კარგ შესაძლებლობას იმისთვის, რომ დავაკავშიროთ დასავლეთი აღმოსავლეთთან, ევროპა - აზიასთან“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ სატრანზიტო ფუნქციის სრულყოფილად შესრულებაში საქართველოს ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურული პროექტები და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.



პარლამენტის თავმჯდომარემ სტუდენტებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო. მისი თქმით, ქვეყანას მკაფიო მიზნები აქვს, რაც 2016 წელს მიღებულ სპეციალურ საპარლამენტო რეზოლუციაშია ასახული.



„ ჩვენი მთავარი მიზანია, გავხდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი. ეს არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. ვიცით, რომ ეს მიზნები ვერ იქნება მიღწეული მოკლე ვადებში. ამას გარკვეული დრო დასჭირდება. უნდა განვახორციელოთ რეფორმები ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოსასვლელად. ამ რეფორმებს ვახორციელებთ არა მხოლოდ იმისთვის, რომ ნატოს და ევროკავშირის წევრი გავხდეთ, არამედ იმისთვის, რომ, პირველ რიგში, გავაძლიეროთ ქართული დემოკრატია, ქართული ეკონომიკა, განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა.



ჩვენ თანმიმდევრულები ვართ ჩვენს ძალისხმევაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი - ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრობა, აუცილებლად იქნება მიღწეული. იქნება დაბრკოლებები, სირთულეები, მაგრამ ჩვენ თანმიმდევრულად გავაგრძელებთ ძალისხმევას. ნატოსა და ევროკავშირის წევრობა არ უკავშირდება მხოლოდ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ განვითარებას, ეს არის პირველ რიგში, ქართველი ხალხის ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. გვჯერა, რომ ვეკუთვნით დასავლურ სამყაროს და ვიზიარებთ იმავე ღირებულებებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



მისი განცხადებით, უმთავრესი ეროვნული გამოწვევა ქვეყნის ორი რეგიონის ოკუპაციას უკავშირდება. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა პრაგმატულ პოლიტიკაზეც, რომელსაც საქართველო რუსეთთან მიმართებაში ახორციელებს და აღნიშნა, რომ სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული პროგრესის მიუხედავად, პოლიტიკური პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა.



„ვახორციელებთ ე.წ. პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით. ამ პოლიტიკას ფართოდ უჭერენ მხარს ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ვიყენებთ დიალოგის ორ სხვადასხვა ფორმატს. მოვახერხეთ, რომ გარკვეული პროგრესისთვის მიგვეღწია ჰუმანიტარული ურთიერთობების მხრივ, ეკონომიკური ურთიერთობების მხრივ, ვაჭრობისა და ტრანსპორტის მიმართულებით, მაგრამ, რაც შეეხება პოლიტიკურ პროგრესს, ვიტყოდი, რომ ამ მხრივ ნულოვანი შედეგია. საკმაოდ რთულია პოლიტიკური პროგრესის მიღწევა რუსეთის ფედერაციასთან. ჩვენ გვაქვს ადამიანის უფლებების მხრივ პრობლემები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, გვაქვს ჰუმანიტარული პრობლემები, ცოტა ხნის წინ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქე ცხინვალის რეგიონში, ციხეში მოკლეს და ამ შემთხვევამ ცხადყო, რომ ეს არ არის მხოლოდ გაყინული კონფლიქტი, მას მოაქვს სიკვდილი ადამიანებისთვის, ადამიანის უფლებების მუდმივი ხელყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას საერთაშორისო საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს.

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ მათი ყურადღება ამ პრობლემების მიმართ, ოკუპირებული რეგიონების მიმართ. ჩვენი ძალისხმევა საკმაოდ წარმატებულია, გვაქვს საკმაოდ მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და მეგობრებისგან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მთავარი გარანტორია.



„საგარეო პოლიტიკის თაობაზე საპარლამენტო რეზოლუციის მიხედვით, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი არის ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მტკიცე ურთიერთობა გვაკავშირებს და რა, თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს სუვერენიტეტის მთავარი გარანტორი. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტმა კიდევ ერთხელ მოახდინა აშშ-ს მხრიდან ძლიერი მხარდაჭერის დემონსტრირება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ამ მხარდაჭერისა და მეგობრობისა, ვამაყობთ ჩვენი მეგობრობით და მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში თანამშრომლობის დონე გაიზარდა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.



პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გამოწვევებისა და სირთულეების მიუხედავად, ქვეყანა განვითარებას განაგრძობს.








FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა