საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა
საქართველოში ვიზიტით მყოფ საპარლამეტთშორისო კავშირის გენერალურ მდივანთან.
შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და IPU-ს თანამშრომლობას და ხაზი გაუსვეს ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. არსებული ვითარების გათვალისწინებით, აღინიშნა, საერთაშორისო საზოგადოების შესაბამისი რეაგირების და ჩართულობის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის უკანონო აღიარების საკითხს. აღინიშნა, რომ აღნიშნული ქმედებით, ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა საქართველოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციასა და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას.
აღნიშნა საქართველოს აქტიური ჩართულობა გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის პროცესში და ამ კუთხით თანამშრომლობის და კოორდინაციის გაღრმავება საპარლამენტო განზომილებაშიც.
საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალური მდივანი, მარტინ ჩუნგონგი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან მონაწილეობა მიიღო თბილისში 28-29 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ ორგანიზებულ 2030 მდგრადი განვითარების დღის წესრიგის იმპლემენტაციის კონფერენციაში და ორმხრივი შეხვედრები გამართა ხელისუფლების და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან.

















