იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ საქართველოს საერთაშორისო
უნივერსიტეტში ("UniGeo") წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ნარკოპოლიტიკა და კანონმდებლობა“.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე სტუდენტებს ესაუბრა ნარკოპოლიტიკის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებზე, ასევე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
ეკა ბესელიამ სტუდენტებს, ასევე გააცნო ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლებრივ აქტები, კერძოდ გაეროს კონვენციები და ევროპული ქვეყნების შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.

















