საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი
ღონისძიებების ფარგლებში, რუმინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, სასტუმრო ,,რამადა ბუქარესტ მეჯესტიკის" შენობაზე გაიხსნა მემორიალური დაფა, რომელიც გვამცნობს, რომ 1919 წელს, ამ შენობაში განთავსებული იყო საქართველოს დემოკრატიული რეპუბლიკის პირველი დიპლომატიური მისია რუმინეთში, სოსიპატრე ასათიანის ხელმძღვანელობით.
ცერემონიის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა დან ნიკოლაესკუმ.
საზეიმო ღონისძიებაზე ასევე მოეწყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოებისა და რუმინეთში ქართული დიპლომატიური მისიის წევრთა ამსახველი ფოტოგამოფენა. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ანსმბლმა,,სულიკომ".

















