საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების
ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კანადაში, კონსტანტინე ქავთარაძემ ტორონტოში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი პედაგოგები დააჯილდოვა.
ღონისძიების ფარგლებში, ელჩმა სტუმრებს გააცნო პრეზენტაცია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ.
საღამოს ფარგლებში, სამახსოვრო საჩუქრები და საელჩოს სიგელები გადაეცათ ტორონტოს ქართული ბაგა ბაღის აღმზრდელებს.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ ტორონტოს ქართველ ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები და ტორონტოს ქართული დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

















