logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„ქართული ოცნების“ სამ წევრს ბრალს თავლათამქცური გარიგების დადებისთვის წაუყენებენ
„ქართული ოცნების“ სამ წევრს ბრალს თავლათამქცური გარიგების დადებისთვის წაუყენებენ
11:57 17.07.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებს მერაბ კაჭახიძეს, თეიმურაზ შეყლაშვილს და ტარიელ ქარდავას ბრალს კანონით დადგენილი შეზღუდვისათვის თავის არიდების მიზნით, თვალთმაქცური გარიგების დადებისთვის წაუყენებენ.
ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, რომლის თანახმადაც, გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებაში“ შემავალი „კონსერვატიული პარტიის“ აღმასრულებელმა მდივანმა მერაბ კაჭახიძემ მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ნაღდი ფულის სახით ხელზე გადასცა 7000 ლარი, რომელიც მისივე მითითებით წინასწარ მოძებნილ 6 ფიზიკურ პირზე გადანაწილდა.
შსს-ს ცნობით, აღნიშნულმა პირებმა, წინასწარ შედგენილი სქემის შესაბამისად, თანხა თვალთმაქცური გარიგების გზით ისევ „კონსერვატიული პარტიის“ ანგარიშზე საწევროს სახით გადარიცხეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებას გააჩნია მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ იმავე სქემა გამოიყენა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებაში“ შემავალმა პარტია „ეროვნულმა ფორუმმა." კერძოდ, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, „ეროვნული ფორუმის" გლდანის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ შეყლაშვილმა და ამავე პარტიის აქტივისტმა ტარიელ ქარდავამ ნაღდი ფულის სახით ეროვნული ფორუმის ერთ-ერთ აქტივისტს გადასცეს 1 750 ლარი, რომელიც ამ უკანასკნელმა ეროვნული ფორუმის ანგარიშზე შემოწირულობის სახით გადარიცხა.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება, პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონით დადგენილი შეზღუდვისთვის თავის არიდების მიზნით თვალთმაქცური გარიგების დადების ფაქტზე 2012 წლის მაისში დაიწყო.
„კანონის აღნიშნული მოთხოვნის გვერდის ავლით, პოლიტიკურმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა პარტიულ ანგარიშებზე თანხის მობილიზების დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიხედვითაც კოალიციის ხელთ არსებული ფული, მისთვის „კანონიერი" სახის მიცემისთვის, უნდა გადანაწილებულიყო ათეულობით ფიზიკურ პირზე, რომლებიც საკუთარი სახელით პარტიისთვის შემოწირულობას განახორციელებდნენ“ - აცხადებენ შსს-ში და განმარტავენ, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პარტიის წევრს შეუძლია საწევროს სახით პარტიის სასარგებლოდ წელიწადში 1 200 ლარი შეიტანოს, ხოლო მოქალაქეს შეუძლია პარტიის სასარგებლოდ წელიწადში 60 000 ლარის ოდენობის შემოწირულობა განახორციელოს; ამავე კანონით იკრძალება სხვა პირის სახელით პარტიის საწევრო შენატანის ან შემოწირულების განხორციელება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა