logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა
21:23 28.05.2018
საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში ვიზიტით მყოფ პარლამენტის წევრებთან, ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ინტერპარტიული ჯგუფის ხელმძღვანელის ჯონათან ჯანოგლის ხელმძღვანელობით.



საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში სტუმრობს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით.



შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ბრიტანეთს შორის არსებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მზარდი საერთო ინტერესებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა, რომ საქართველო-ბრიტანეთის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ერთ-ერთი აქტიური განზომილება საპარლამენტო თანამშრომლობაა.



ჯონათან ჯანოგლიმ მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს გამოხატული სოლიდარობისთვის, სამხედრო დანიშნულების ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლვის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

ბრიტანელმა პარლამენტარებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების მიმართ. აღნიშნეს, რომ ინტერესით ადევნებდნენ თვალს საქართველოს მთავრობის ინიციატივებს და დადებითად აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს.



საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა მათი სტუმრობის მნიშვნელობას. პირადად ჯონათან ჯანოგლის და პარლამენტის წევრებს მადლობა გადაუხადა საქართველოსადმი განსაკუთრებული კეთილგანწყობისთვის, აქტუალურ თემებსა და საკითხებზე ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის.



მიხეილ ჯანელიძემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ბრიტანეთი, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით მესამე ადგილზეა და აღნიშნა, რომ საქართველოს ინტერესშია ბიზნეს-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავება.



საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიტანულ მხარეს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება. მან მადლობა გადაუხადა ბრიტანულ მხარეს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში დამკვირვებლების მონაწილეობასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა ამ კუთხით, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის აუცილებლობას.



ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის სხვა შეხვედრებიც.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა