სომხეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის
100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.
ღონისძიებას სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი დაესწრო.
მიღებაზე წარმოდგენილი იყო ქართველი დიზაინერის მანანა ზარიძის ხელნაკეთი ნამუშევრები, ხოლო ქართულმა ფოლკლორულმა კვარტეტმა "მრავალჟამიერმა" ქართული სიმღერები შეასრულა.

















