logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქეთევან ციხელაშვილი: მტკიცედ მჯერა, მეტი ქალი სამშვიდობო პროცესში ნიშნავს მეტ მშვიდობას მსოფლიოში
ქეთევან ციხელაშვილი: მტკიცედ მჯერა, მეტი ქალი სამშვიდობო პროცესში ნიშნავს მეტ მშვიდობას მსოფლიოში
16:41 28.05.2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ქალის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სამშვიდობო პროცესში, ასევე პოლიტიკასა და ეკოომიკაში. ამის შესახებ ციხელაშვილმა ისრაელში, ლიდერ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა.


"მტკიცედ მჯერა: მეტი ქალი სამშვიდობო პროცესში ნიშნავს მეტ მშვიდობას მსოფლიოში, მეტი ქალი პოლიტიკაში - ეფექტიან პოლიტიკას, მეტი ქალი ეკონომიკაში - მეტი განვითარებას და მზად ვარ ეს თეზისი გავიმეორო ცხოვრების და საქმიანობის ყველა სფეროში"-განაცხადა ციხელაშვილმა.

ამასთან, სახელმწიფო მინისტრმა ორგანიზატორებს კონფერენციაზე მოწვევისთვის ნმადლობა გადაუხადა: "მოხარული ვარ, რომ მომეცა ეს შესაძლებლობა, განსაკუთრებით იმ გამორჩეული, ქართველებსა და ებრაელ ხალხს შორის ურთიერთობების ფონზე, რომელიც 26 საუკუნეს ითვლის, მას შემდეგ, რაც პირველი ებრაული თემის წარმომადგენლები დასახლდნენ საქართველოში. ეს არის მშვიდობიანი და მჭიდრო მეგობრობის, სიყვარულის და ურთიერთპატივისცემის ისტორია. ამ უნიკალური და სამაგალითო ხასიათის გამო, სულ ცოტა ხნის წინ, ქართულ- ებრაულ მეგობრობას ოფიციალურად არამატერიალური ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამით განსაკუთრებით ვამაყობთ და გამორჩეულად ვუფრთხილდებით.

"ორი დღის წინ ჩვენ ვიზეიმეთ საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის 100 წლისთავი, რომელმაც სულ სამი წელი 1921 წლამდე იარსება, მაგრამ მაინც შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მტკიცე და პროგრესული საფუძველი.
"აღსანიშნავია, რომ 1918 წელს არჩეულ პირველ პარლამენტში ქართველებთან ერთად, სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, მათ შორის ებრაელებიც იყვნენ. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პირველი პარლამენტის შემადგენლობაში იყვნენ სახვადასხვა ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობის ქალები".

ქეთევან ციხელაშვილმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ქალების ჩართულობის სტატისტიკა საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში და ასევე საქართველოს მისწრაფება პროგრესისკენ ქალთა ჩართულობისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიმართულებით.

მანვე ყურადღება გაამახვილა ქალების განსაკუთრებულ როლზე მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტების მოგვარების პროცესში.
"დღეს 100 კილომეტრის მავთულხლართით და ხელოვნური ბარიერებით არის საქართველოს შუაგული გარშემორტყმული, რაც აშორებს ამ რეგიონს დანარჩენი ქვეყნისგან და მსოფლიოსგან. ეს არის ყოველდღიური უმძიმესი გამოწვევა ბარიერების ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანებისთვის, და ამდენად, ჩვენი მიზანია ვიაროთ წინ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის თანამიმდევრული, ადამიანებზე ორიენტირებული და პრინციპული პოლიტიკით, სადაც ქალების როლს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან, ხშირ შემთხვევებში, სწორედ ქალები არიან კონფლიქტის მსხვერპლნიც და პოსტ-კონფლიქტური მდგომარეობის ცვლილების ხელშემწყობნიც" - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

ქალთა საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც 60-ზე მეტი ლიდერი ქალი მთელი მსოფლიოდან ესწრება, ისრაელის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის ორგანიზაციის- მაშავის ორგანიზებით 28-30 მაისს ისრაელის ქალაქებში- ჰაიფასა და იერუსალიმში ტარდება.

წლევანდელი, 30-ე კონფერენციის თემაა "ლიდერი ქალები ქმნიან განსხვავებას" და ის ისრაელის სახელმწიფოს მდგრადი განვითარების 60 წლისთავს ეძღვნება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა