logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიგი წერეთელი ალბანეთის პრეზიდენტს და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
გიგი წერეთელი ალბანეთის პრეზიდენტს და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
14:44 28.05.2018
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი სამუშაო ვიზიტით ალბანეთის დედაქალაქში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, გიგი წერეთელი ქვეყნის პრეზიდენტს, ილირ მეტას, ალბანეთის ასამბლეის სპიკერს გრამოზ რუჩის, საგარეო საქმეთა მინისტრს, დიმიტრი ბუშატს, აგრეთვე მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ლიდერებს და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ალბანეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

„ალბანეთი არა მხოლოდ სარგებლობს ეუთოს მხარდაჭერით, არამედ მას აქტიური წვლილი შეაქვს რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში. მიგრაციისა და ტერორიზმის წინააღმდეგ პრობლემების გადაჭრა კოლექტიურ მოქმედებებს მოითხოვს და მოხარული ვარ, რომ ამ საკითხში ალბანეთი, საერთაშორისო საზოგადოებას, აქტიურად მხარში უდგას, რაც ჩვენს თანამშრომლობას კიდევ უფრო დინამიურს და საინტერესოს ხდის. ამავე დროს, ალბანეთის მომავალი ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები, რასაც ხელისუფლების მხრიდან უფრო აქტიური და მიზანმიმართული ძალისხმევა ჭირდება. ეუთო მზად არის კიდევ უფრო მეტი ჩართულობით დაეხმაროს ქვეყანას ამ მიმართულებით. კერძოდ კი, კანონის უზენაესობის და სასამართლო სისტემის, ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და საარჩევნო რეფორმის კუთხით“, - განაცხადა გიგი წერეთელმა ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრებზე.

ტირანაში გამართულ შეხვედრებზე გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, როგორც საერთაშორისო დიალოგის პლატფორმის მნიშვნელობასაც შეეხო და ორგანიზაციის კიდევ უფრო გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა. აღნიშნულ საკითხზე საუბრისას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

გიგი წერეთელმა ალბანეთის პრეზიდენტს, პარლამენტისა და მთავრობის ლიდერებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და მისი სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ფორუმებზე საქართველოსთვის სენსიტიური თემების განხილვისას, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ადამიანის უფლებების მდგომარეობა, არაღიარების პოლიტიკა, რუსეთის აგრესია და მისი შედეგები, საქართველოს მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას, ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის საკითხებთან დაკავშირებულ ფორუმს დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს მიმართა. გიგი წერეთელი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე გამართულ შეხვედრაში სიტყვით გამოვიდა, სადაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე პიტ მოროკო და დასავლეთ ბალკანეთის საპარლამენტო და სამთავრობო ლიდერები მონაწილეობდნენ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა