პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მორიგი წინასაარჩევნო აქცია ბათუმში გაიმართება. ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, კოალიციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მორიგი აქცია ბათუმში 5 აგვისტოს ჩაატაროს.
მანამდე კი, ივანიშვილის თქმით, შუალედური პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი, რომელთა შესახებაც საზოგადოებას უახლოეს დღეებში ეცნობება.
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აქციები თბილისში, ქუთაისში, ოზურგეთში, მცხეთასა და გორში უკვე გაიმართა.

















