ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, ნატო-ს გენერალური მდივნის, იანს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო
საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.
მისივე თქმით, ალიანსი მომხრეა ასპირანტი ქვეყნების ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისა.
ამის შესახებ ალიანსის გენმდივანმა ვარშავაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ნატო გააგრძელებს საქართველოს პრაქტიკულ მხარდაჭერას. ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ერთ-ერთი მთავრი თემაა, რომელსაც ივლისში, ბრიუსელში განვიხილავთ. ჩვენ შარშან დავადასტურეთ, რომ ალიანსის კარი ღიაა ახალი წევრებისთვის, როდესაც მონტენეგრო გახდა ნატოს 29-ე წევრი. მხარს ვუჭერთ სხვა ასპირანტი ქვეყნების ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას“- განაცხდაა სტოლტენბერგმა.

















