logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკა ბესელიამ საქართველოსთვის ‎2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მმართველი კომიტეტის შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა
ეკა ბესელიამ საქართველოსთვის ‎2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მმართველი კომიტეტის შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა
14:16 28.05.2018
საქართველოსთვის ‎2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მმართველი კომიტეტის შეხვედრა თბილისში გაიმართა, რომლის მთავარი თემა იყო სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიმდინარე პროექტების შესრულების მდგომარეობის შეფასება.



შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მიმართა.



მისი განცხადებით, საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ მხარდაჭერას, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებისგან იღებს.



„მე განსაკუთრებით გავუსვამდი ხაზს ევროპის საბჭოს როლს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში. ჩვენი ქვეყანა მიისწრაფვის ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ. ეს გზა გამოწვევებით არის სავსე. ამიტომაც შეუფასებელია ის მხარდაჭერა და დახმარება, რასაც ამ გზაზე ვიღებთ“, -აღნიშნა ეკა ბესელიამ.



იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სამოქმედო გეგმა შედგენილია ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი ამოცანების გათვალისწინებით და შეიცავს მათი მიღწევისთვის საჭირო ღონისძიებებს.



„სამოქმედო გეგმა მოიცავს შემდეგ ძირითადი მიმართულებებს: ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვა და ხელშეწყობა, სოციალური უფლებების უზრუნველყოფა; მართლმსაჯულების უზრუნველყოფა, დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება; სამართლის უზენაესობის სფეროში საფრთხეებთან ბრძოლა: კორუფცია, ფულის გათეთრება, კიბერდანაშაული.



ადამიანის უფლებების სფეროში ცალკეა გამოყოფილი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. მე ხაზს გავუსვამდი ამ სფეროს მნიშვნელობას. ასევე, გამოვყოფდი დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერებას“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.



იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რაც მოიტანს მეტ შედეგს ადამიანის უფლებათა დაცვის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრებაში.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა