პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს საქართველოს რეგიონებში მაჟორიტარობის 12 კანდიდატი დაასახელა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გურჯაანიდან „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მსახიობ გივი ბერიკაშვილის შვილი რეჟისორი მანანა ბერიკაშვილი იქნება, თელავიდან - ეკონომისტი გელა სამხარაული, ლენტეხიდან - გია გაზდელიანი, აბაშიდან - ირაკლი საბულუა, სენაკიდან - მწერალი გურამ ოდიშარია, ფოთიდან - ადვოკატი ეკა ბესელია, ბათუმიდან - მურმან დუმბაძე, ქედადან - დავით ანანიძე, ქობულეთიდან - ბიზნესმენი ქიბარ ხალვაშის და ფატი ხალვაში, შუახევიდან - შოთა ზოიძე, ხელვაჩაურიდან - როსტომ ხალვაში და ხულოდან - მზია საგინიძე.
როგორც ივანიშვილმა დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას აღნიშნა, სამი-ოთხი რაიონი დარჩა, სადაც კოალიცია მაჟორიტარ კანდიდატებზე ჯერ საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული.

















