საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, კანადის დედაქალაქ ოტავას მ
ერიის წინ საქართველოს სახელმწიფო დროშა საზეიმოდ აღმართეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დროშის აღმართვის ცერემონიას ესწრებოდნენ ოტავას მერი, მერიისა და კანადაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
სტუმრებს სიტყვით საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ მიმართა. მან საქართველოს უძველეს ისტორიაზე, პირველი რესპუბლიკის ჩამოყალიბების პოლიტიკურ წინაპირობებზე, დამოუკიდებლობის წლებში მიღწეულ პროგრესზე, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე, ქართველი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლასა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი კანადის ურყევ მხარდაჭერაზე ისაუბრა.
ქართული დროშა ოტავაში მცხოვრებმა ქართველმა ბავშვებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე აღმართეს. ცერემონიის შემდეგ საელჩომ მოწვეული სტუმრებისათვის მიღება გამართა.

















