ვილნიუსში ხიდები და სამი ჯვრის მონუმენტი საქართველოს დროშის ფერებში განათდა
15:52 26.05.2018
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავ
ის აღსანიშნავად, ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში საქართველოს დროშის ფერებში მდინარე ნერისზე ხიდები და ქალქის ღირსშესანიშნაობა - სამი ჯვრის მონუმენტი განათდა.
ასევე, ლიეტუვას პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განათავსა სიმბოლური წარწერა შენობის ფასადზე და ადმინისტრაციის წინ მდებარე მოედანზე საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართა.
100 წლის საიუბილეო თარიღი საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს წარმომადგენლობების ჩართულობით მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.