საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის ი
უბილის აღსანიშნავად, სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ საზეიმო მიღება გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიღებას სლოვენიის მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები, ბიზნესმენები, ჟურნალისტები და სლოვენიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები დაესწრნენ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ზურაბ ბექაიამ, რომელმაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის, სლოვენიასთან ორმხრივი ურთიერთობებისა და ოკუპაციის პრობლემის შესახებ ისაუბრა.
საზეიმო მიღების ფარგლებში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება მოეწყო.
სტუმრებმა ქართული კერძები და სხვადასხვა სახის ღვინო დააგემოვნეს.

















