დანიაში, საქართველოს საელჩოში, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიგი გიგიაძემ და საგარეო საქმეთა და განვითარების თანამშრომლობის საკითხებში ლიბერალური პარტიის სპიკერმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დანიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მიქელ ოსტრუპ იენსენმა.
საქართველოს ელჩმა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლიან გზაზე, ქვეყნის განვითარების დინამიკასა და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.
საზეიმო მიღებას დანიის აღმასრულებელი და საკანონდმებლო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

















