საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღესა და პირველი რესპუბლიკის
დაარსებიდან 100 წლისთავს ულოცავს.
„ყველას გილოცავთ ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან -დამოუკიდებლობის დღეს. მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სიმბოლური დღე-26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე! ზუსტად 100 წელი გავიდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან. გისურვებთ ერთიან, დემოკრატიულ და ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრებას“- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

















