logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი კვირიკაშვილი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა
გიორგი კვირიკაშვილი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა
12:51 26.05.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას შეხვდა, რომელიც თბილისში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმყოფება.

მთავრობის მეთაურმა პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს ვიზიტისა და ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან საუკუნოვანი ისტორია აღინიშნება პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის დღიდან. XX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ჰყავდა დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი, სადაც უმცირესობათა უფლებები დაცული იყო. პარლამენტის ერთ-ერთი წევრი მუსლიმი ქალბატონიც გახლდათ. სისტემა აგებული იყო ევროპის ძირეული პრინციპების საფუძველზე. მას შემდეგ სამწუხაროდ ბევრი რამ მოხდა. იმ დამოუკიდებლობამ 3 წელს გასტანა. მას შემდეგ დადგა ჩვენი საერთო ისტორიული წარსული. ქართველები მუშაობდნენ პოლონეთის მთავრობაში, მთავრობის ხელმძღვანელობის ქვეშ. მადლობელი ვართ ამ ერთიანი წარსულის გამო, რომელიც ურთიერთგადაჯაჭვული იყო მთელი ეს წლები და ახლა, როცა უკვე 27 წელია დამოუკიდებლობა აღვიდგინეთ და ხელახლა მოვიპოვეთ, ძალიან მადლობელი ვართ იმ ძლიერი და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ გამოხატავთ საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. თქვენი აქ ყოფნა ამ მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა“, - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა ანჯეი დუდას.

პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ დინამიკურ ეკონომიკურ ურთიერთობებს.

„გილოცავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს. ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა მასში მონაწილეობა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი კვლავ და მუდამ იქნება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერი. ძალიან მახარებს, რომ ეკონომიკური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის კარგად ვითარდება და ოპტიმისტურად გამოიყურება. იმედი მაქვს, ეს ტენდენცია მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება და განვითარდება“, - განაცხადა ანჯეი დუდამ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა