logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ანდრეი კისკა: ორი წელია, საქართველოში, საოკუპაციო ხაზთან გადაღებული ფოტო თან დამაქვს
ანდრეი კისკა: ორი წელია, საქართველოში, საოკუპაციო ხაზთან გადაღებული ფოტო თან დამაქვს
11:32 26.05.2018
ჩვენ ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავით თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმების სიმრავლით, - ამ სიტყვებით მიმართა სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილს დღეს გამართულ შეხვედრაზე.

სლოვაკეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და საქართველოში წინა ვიზიტისას საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა გაიხსენა.

“ჩემთვის საპატიოც არის და სასიამოვნოც დღეს აქ ყოფნა და საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა. არასოდეს დამავიწყდება საქართველოში შესანიშნავი ვიზიტი, რომელიც 2 წლის წინ შედგა. სამშობლოში შთაბეჭდილებებით დახუნძლული დავბრუნდით და მას შემდეგ ეს ფოტო სულ თან დამაქვს, რომელიც გადაღებულია საოკუპაციო ხაზთან აგებულ მავთულხლართებთან. ღამით გადმოუწევიათ საზღვარი და სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ შემოვიდა ტერიტორიაზე. ადგილობრივ მცხოვრებს უნდოდა ექიმების გამოძახება, მაგრამ გადმოწეული საზღვრის გამო ვერ შველიდა ოჯახს. ეს ჩემთვის შემზარავი ამბავი იყო, რადგან ერთია, როდესაც გესმის და სულ სხვა - როცა საკუთარი თვალით ნახულობ რეალობას. აი, რას ნიშნავს აგრესიული მეზობელი და რამდენად რთულია ასეთ პირობებში არსებობა. ჩვენ ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავით თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმების სიმრავლით. ეს არ არის მარტივი, რადგან რეფორმას ახორციელებთ და აგრესიული მეზობელი ართულებს საქმეს. მიუხედავად ამისა, თქვენ ბევრი მიღწევა გაქვთ. მე ვეცნობოდი თქვენი გასაოცარი ეკონომიკური ზრდის შედეგებს. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები და ახლა უკვე პირდაპირი ფრენები თბილისსა და ბრატისლავას შორის არსებობს”, - განაცხადა ანდრეი კისკამ.

მთავრობის მეთაურმა სლოვაკეთის პრეზიდენტს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

“დიდი მადლობა ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისში ჩამობრძანებისთვის. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებიდან 100 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. დამოუკიდებლობის დღესთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ უკვე 1918 წელს საქართველოს უკვე ჰყავდა დემოკრატიული პარლამენტი, ასევე დემოკრატიული არჩევნების გზით; მაშინ დაინერგა ყველა ევროპული დემოკრატიული პრინციპი და იმ დღიდან ხდებოდა მათი დაცვა საქართველოში. ამით არის ეს დღე განსაკუთრებული. თან, ის ემთხვევა საბჭოთა კავშირიდან დაღწევისა და დამოუკიდებლობის აღდგენის 27 წლისთავს. ამდენად, საქართველო უკვე არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ადგას ევროპისკენ მიმავალ გზას. განსაკუთრებულ მადლობას გიხდით პირადად თქვენ საქართველოს მხარდაჭერისთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”, - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სლოვაკეთის პრეზიდენტს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა