logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველო, დღემდე დამკვიდრებულ ლიტვასთან ერთად ქვეყნის ავთენტურ დასახელებას - ლიეტუვას გამოიყენებს
საქართველო, დღემდე დამკვიდრებულ ლიტვასთან ერთად ქვეყნის ავთენტურ დასახელებას - ლიეტუვას გამოიყენებს
15:15 25.05.2018
საქართველო, დღემდე დამკვიდრებულ ლიტვასთან ერთად ქვეყნის ავთენტურ დასახელებას - ლიეტუვას (Lietuva) გამოიყენებს, - აღნიშნულ საკითხს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის საპასუხო ნაბიჯი ლიეტუვას გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ენის სახელმწიფო კომისიის დასკვნის შესაბამისად, 3 მაისს აღიარა საქართველოს ავთენტური დასახელება Sakartvelo (Sakartvelas), რომელიც მანამდე მოხსენიებულ სახელ Gruzia-თან იქნება გამოყენებული.

„ჩვენი მხრიდან ანალოგიური ნაბიჯის გადადგმის საკითხი შეისწავლა საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სპეციალურმა კომისიამ, რომელშიც შედიან ისეთი ავტორიტეტული ენათმეცნიერები, როგორებიც არიან - მზექალა შანიძე, თამაზ გამყრელიძე, შუქია აფრიდონიძე და ა.შ. ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მხრიდან ასევე გადაიდგას საპასუხო ნაბიჯი და ამ ქვეყნის ავთენტური დასახელება - ლიეტუვა (Lietuva), გამოყენებული იყოს აქამდე გამოყენებულ ლიტვასთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორი ასეთი მნიშვნელოვანი შემხვედრი ნაბიჯი გადაიდგა, მით უმეტეს, როდესაც დღეს საქართველოში ჩამობრძანდება ლიტვის პრეზიდენტი. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი, დადებით ფონის შემქმნელი ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა