საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩთან (რეზიდენციით ბაქო) ბორდ ივარ სვენდსენთან.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მაღალი შეფასება მიეცა საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებს და მჭიდრო პარტნიორობას პოლიტიკურ, ეკონომიკის, თავდაცვის, ენერგეტიკის, განვითარების, განათლებისა და კულტურის სფეროებში ისევე, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობას.
მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ბორდ ივარ სვენდსენს ნორვეგიის მთავრობის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისა და ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის, კერძოდ, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (Joint Training and Evaluation Centre - JTEC) დაარსებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ხაზი გაუსვა განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის მიერ საქართველოს განათლების სისტემის მოდერნიზებასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას და არსებული შესაძლებლობების ეფექტურ გამოყენებას.
ელჩმა სვენდ სენმა აღნიშნა, რომ ნორვეგია რჩება საქართველოს სანდო პარტნიორად და კიდევ ერთხელ დაადასტურა ნორვეგიის მთავრობის მტკიცემხარდაჭერა.
ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ნორვეგიელ დიპლომატს ელჩად მუშაობის პერიოდში, საქართველოსა და ნორვეგიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

















