logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა
ირაკლი კობახიძე საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა
12:15 25.05.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი, ჯონათან ჯანოგლი და დელეგაცია მიიღო.
დელეგაცია საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ეწვია.



მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს.



როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ განაცხადა, საქართველოს დიდი ბრიტანეთის მხრიდან სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს.



„საქართველოს აქვს სრული პოლიტიკური მხარდაჭერა დიდი ბრიტანეთიდან. ჩვენ საუბარი გვქონდა ჩვენს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ტერიტორიულ მთლიანობასთან და ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით, ამ ყველაფერთან მიმართებაში, დიდი ბრიტანეთის მხრიდან გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა. საპარლამენტო დიალოგი, რომელიც რეგულარული და ძალიან თანმიმდევრულია, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტად მრავალფეროვანს და საინტერესოს და ყოვლისმომცველს გახდის მომავალში“,- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.



საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯონათან ჯანოგლის შეფასებით, საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო ღრმავდება.



“საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ჩვენ საქართველოში პირველად, ორი წლის წინ, არჩევნების შემდეგ ჩამოვედით და ჩვენ ვიყავით პირველი ჯგუფი, რომელიც საქართველოს არჩევნების შემდეგ ეწვია. მოხარულები ვართ, რომ დავბრუნდით. ჩვენ ვნახეთ, როგორ განვითარდა საქართველო ბოლო ორი წლის განმავლობაში. ვნახეთ, როგორ მყარდება მტკიცე ურთიერთობა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ბევრ სფეროში, მათ შორის, ვაჭრობის, განათლების, თავდაცვის მიმართულებით.



შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ საერთო ღირებულებებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს ერთმანეთთან. მოველით, თქვენთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლისთავის აღნიშვნას. ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია და ძალიან მოხარულები ვართ, რომ მას თქვენთან ერთად ვიზეიმებთ“,- განაცხადა ჯონათან ჯანოგლიმ.



საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის შემადგენლობაში დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრები - ლორდი ფრანსის ნორსბრუქი და ლორდი ჯონ კილკლუნი და თემთა პალატის წევრი - გორდონ მარსდენი შედიან.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა