logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი შარვაშიძემ გამოფენა - „ევროპული დემოკრატიული რესპუბლიკა“ გახსნა
გიორგი შარვაშიძემ გამოფენა - „ევროპული დემოკრატიული რესპუბლიკა“ გახსნა
10:38 25.05.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი, რიგით მეორე გამოფენა - „ევროპული დემოკრატიული რესპუბლიკა“ გახსნა.

„ჩვენი დღევანდელი ცხოვრება და მომავალი გზა-კვალი მჭიდროდ, უშუამავლოთ გადაეჯაჭვა დასავლეთს და ამ კავშირის გაქარწყლება არ ძალუძს არავითარ ძალ-ღონეს“ - ეს სიტყვები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯომარეს ეკუთვნის, რაც დასტურია იმისა, რომ სწორედ 100 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე საქართველოს ევროპულ ფუნდამენტს - დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომელმაც დაარსების საფუძველშივე თავისი არსებობის მთავარ პრინციპებად განსაზღვრა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება, ქვეყნის ევროპული განვითარება და ევროპული მომავალი“ - აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა საქართველო ამ ფასეულობების ერთგულია და დღეს ქვეყანა, ისე როგორც არასდროს, დაუახლოვდა მის საბოლოო მიზანს - გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.

აღსანიშნავია, რომ გამოფენა „ევროპული დემოკრატიული რესპუბლიკა“ ასახავს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური ლიდერების და ინტელექტუალების დამოკიდებულებას ევროპისა და, ზოგადად, დასავლეთისადმი.

გამოფენის გახსნის ცერემონიის შემდეგ გიორგი შარვაშიძემ და თსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით გამოცხადებული სტუდენტური ესეების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს.

გამოფენის გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებისთვის ასევე გაიმართა საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია თემატიკაზე - „ორმხრივი ურთიერთობები 1918-1921 წლებში", რომელიც პროფესორმა რუსუდან დაუშვილმა წაიკითხა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა