გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის დელ
ეგაციის წევრებს შეხვდა. დელეგაციას ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ვიცე-პრეზიდენტი ჟირი სესტაკი ხელმძღვანელობდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ტყის მდგრადი მართვისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების კუთხით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
ნოდარ კერესელიძემ პარლამენტის სენატის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო პროექტები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება კონსოლიდირებული სამინისტროს ფარგლებში აგრარული დარგის და გარემოს დაცვის მიმართულებებით ახორციელებს.
მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოს აგრარული დარგის საექსპორტო პოტენციალზე ისაუბრა და ყურადღება ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის დინამიკასა და ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
ასევე, პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პროგრამების მნიშვნელობისა და ამ მიმართულებით ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის საკითხს;
ასევე, ჩეხეთის რესპუბლიკასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სახიფათო ნარჩენების მართვის კუთხით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. ნოდარ კერესელიძემ ჟირი სესტაკს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის პრესსამსახურის ცნობითვე, შეხვედრაზე ჩეხური ორგანიზაციის „People in Need“ მიერ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით განხორციელებული პროექტებიც განიხილეს.
როგორც ჟირი სესტაკმა განაცხადა, ორ ქვეყნას შორის ურთიერთობის გაღრმავება პრიორიტეტულია. საქართველოს აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

















