logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი: სახელმწიფო მდივან პომპეოსგან საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მკაფიო გზავნილები მოვისმინეთ
პრემიერი: სახელმწიფო მდივან პომპეოსგან საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მკაფიო გზავნილები მოვისმინეთ
11:20 24.05.2018
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც აშშ-ის პოლიტიკური წრეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საზეიმო ღონისძიებების სტუმრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ თქვენთან ერთად ვიმყოფებოდი აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებულ დღევანდელ კონფერენციაზე. ჩვენ ძალიან მალე ვიზეიმებთ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს.

უნდა აღვნიშნო, რომ დიდებული ვიზიტი იყო. ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ერთობლივად ჩავატარეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის პლენარული სხდომა. სახელმწიფო მდივან პომპეოსგან მოვისმინეთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ნათელი და მკაფიო გზავნილები. აქ, მშვიდობის ინსტიტუტში ჩვენ მოვისმინეთ კონგრესმენების, სენატორების, საქართველოს მეგობრების კომენტარები, განცხადებები და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ერთი საათის წინ შეხვედრა შედგა ვიცე-პრეზიდენტ პენსთან, რომლის დროსაც მან საქართველოსადმი მხარდაჭერა განამტკიცა. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი გზავნილებია! ეს ეგზისტენციალური გზავნილებია საქართველოსთვის იმ ფონზე, რომელიც ჩვენს რეგიონში არსებობს და უზომოდ მადლიერნი ვართ ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ვგრძნობდით ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ამ დარბაზში საქართველოს ბევრ მეგობარს ვხედავ. ალბათ აქ მეგობრების ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა ერთ კვადრატულ მეტრზე, რაც მე ძალიან მახარებს და მაიმედებს ჩვენი ერთობლივი მომავლის მიმართ.

ასი წელი შეიძლება, მოკლე პერიოდი იყოს საქართველოს ათასწლოვანი ისტორიის ფონზე, თუმცა ამ პერიოდში მომხდარის გათვალისწინებით იგი განსაკუთრებით სამახსოვრო და მნიშვნელოვანია. ამ პერიოდის დიდ ნაწილში ჩვენ პირქუში და რთული დღეების გადატანა მოგვიწია და მე მაოცებს ქართველი ხალხის შეუპოვრობა. ყველაზე შავბნელ დროსაც კი ჩვენ, ქართველები, ვგრძნობდით ბევრი თქვენგანის, აქ მყოფის, და ბევრი მათგანის, ვინც დღეს ჩვენთან აღარ არის, მეგობრობისა და მხარდაჭერის სითბოს.

როდესაც ვსაუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, უნდა გვახსოვდეს ისინი, ვინც დიდი წვლილი შეიტანა მის ხორცშესხმაში: ზბიგ ბრჟეჟინსკი, პოლ ჰენზი, ბობ უოლში, ბილ ოდომი, ჯონ შალიკაშვილი, ძმები ზალდასტანები, ალექსანდრე ქართველი და სხვანი, რომლებმაც სამუდამოდ დაიმკვიდრეს ადგილი საქართველოს კოლექტიურ მეხსიერებაში. მადლობა მათ.

ჩვენი ურთიერთობების პირველივე დღიდან საქართველო იყო ბევრი წარმატებული ამერიკელის ბენეფიციარი. თქვენ ჩვენ გვიგზავნით გამჭრიახ დიპლომატებს და აღმშენებლობისა და წარმატების მისაღწევად გვთავაზობთ ექსპერტთა განსაკუთრებულ მომსახურებას ისეთი დიდი ამერიკული ინსტიტუტების მხრიდან, როგორიცაა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, საგარეო კერძო ინვესტიციების კორპორაცია, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და სხვანი. ჩვენ დიდ ვალში ვართ კონგრესის და პრეზიდენტის ადმინისტრაციების წინაშე. თქვენი მხარდაჭერის გარეშე, ჩვენ არ ვიქნებოდით ის, ვინც ვართ დღეს. ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ.

მივმართავ დღევანდელ გამომსვლელებს: მადლობა თქვენი იდეებისა და სიტყვებისთვის. ასევე მადლობა ამ კონფერენციის მასპინძელ ორგანიზაციებს - აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტს და „ჰერითიჯის ფონდს”. გმადლობთ საქართველოს მხარდაჭერისთვის.

მიმდინარე წლის ივლისში თბილისი უმასპინძლებს ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნისა და ინსტიტუციური განვითარების პროცესში მიღწეული წარმატების მკაფიო დადასტურებაა. ბევრი თქვენგანი ამ მიღწევების უშუალო მონაწილეა.

დღეს მე მომავლის დიდი იმედითა და რწმენით ვდგავარ თქვენს წინაშე. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მომდევნო 100 წელი დაეფუძნება გასულ 100 წელიწადს. ჩვენი ხედვა და ღირებულებები მჭიდროდ არის დაკავშირებული: მშვიდობიანი, უსაფრთხო და აყვავებული მსოფლიო, სადაც ყველა იცხოვრებს თავისუფლად.

მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სენატორ იანგს ამ ჩვენთვის ყველასთვის ძალზედ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე დასწრებისთვის, რადგან სულ მალე საქართველოს დემოკრატიის 100 წლის იუბილეს აღვნიშნავთ.

ახლა კი გთხოვთ, შემომიერთდეთ მიღებაზე, რომელიც ეძღვნება ქართველებისთვის, მისი მეგობრებისთვის - და უპირველეს ყოვლისა ამერიკელებისთვის - ძალიან მნიშვნელოვან თარიღს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა!“- განაცხადა პრემიერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა